02:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 12:28:07, 3350 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილი გიორგი რურუას განაჩენში რაიმე სახის პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გიორგი რურუას განაჩენში რაიმე სახის პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს.

ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ რურუას საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებას გამორიცხავს.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად. შესაბამისად, გვქონდა საშუალება გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბატონ რურუას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. არავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში რა თქმა უნდა, მე ვერ ვხედავ და სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics