05:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 13:44:59, 642 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერმა საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

თბილისში საავიაციო ნაწილების მასშტაბური საწარმო შენდება- მშენებლობას საფუძველი დღეს დღეს პრემიერ-მინისტრმა ჩაუყარა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმო, რომლის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია, მსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems – Cyclone და საინვესტიციო ფონდის პარტნიორობით ხორციელდება.

მთავრობის მეთაურმა დამსწრეთ პროექტის დაწყება მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT Systems – Cyclone-ის პარტნიორობით. ELBIT Systems-ი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც თავდაცვითი სისტემების მსხვილი მიმწოდებელია ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო. ჩვენთვის ძალიან საპატიოა, რომ ასეთი კომპანიის პრეზიდენტი დღეს აქ იმყოფება. ეს არის ჩვენთვის გამოცხადებული ნდობის დემონსტრირება,“–აღნიშნა პრემიერმა.

მისი განცხადებით, კომპანია ELBIT Systems, რომელსაც  წინა ხელისუფლების დროს პრობლემები უსამართლოდ შეექმნა, დღეს საქართველოში ბრუნდება.

"ის რომ ეს კომპანია ბრუნდება საქართველოში, ეს ჩემთვის პირადად ბევრს ნიშნავს და ჩემი მთავრობისთვის. ეს არის თქვენი ნდობის გამოცხადება ჩვენი ხელისუფლებისადმი. მე ვიცი, რომ საააკაშვილის მთავრობის დროს უსამართლოდ შეექმნა ამ კომპანიას პრობლემები, რისთვისაც სააკაშვილის მთავრობას მოუწია კომპენსაციის გადახდა თქვენთვის. თქვენი დაბრუნება ნიშნავს, რომ ნდობა, რომელიც არსებობდა მანამდე, ეს ნდობა აღდგენილია", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით,საპარტნიორო ფონდი მუშაობს კიდევ 15 პროექტზე, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა ორ მილიარდ დოლარამდეა.

საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობა  2017 წელს დასრულდება.

სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომლის მომხმარებლები იქნებიან ისეთი მსოფლიო გიგანტები, როგორიცაა  Boeing-ი, Bombardier-ი, Sukhoi, Airbus-ი, კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ცნობილი ELBIT Cyclone ბრენდის ქვეშ დამზადდება. საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი,  რომელთაც ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები გადაამზადებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics