17:19 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 11:25:33, 2325 ნახვა

საზოგადოება
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.7 ათასი ექიმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.7 ათასი ექიმი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 748 ერთეულით (2.4 პროცენტით) აღემატება.

მათი ცნობით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 8.8 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა და 19 613 კაცი შეადგინა.

„2019 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 11.0 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა.

2018 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა შემცირდა 7.4 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების - 13.5 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 12.3 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 21.6 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 0.3 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 30.3 პროცენტით, ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები შემცირებულია 36.4 პროცენტით.

ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32.8 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (7.9 პროცენტი) ავადმყოფობები“, - განაცხადეს საქსტატში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics