2020-07-31 10:57:12, 3138 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,