|
2020-07-31 10:25:43, 4394 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. "ჩემთვის უდიდესი პატივია, მორწმუნეებს მოგილოცოთ ყურბან-ბაირამი. იმედის, სიყვარულისა და გაჭირვებულთა დახმარების დღესასწაული. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო შუახევში მცხოვრებ მუსლიმ მრევლს. ვიზიარებ საზეიმო განწყობას, რომელიც თქვენს ოჯახებში სუფევს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ. ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ქართველი მუსლიმები, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. მსხვერპლად ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, სადღესასწაულო სუფრისთვის ტკბილეულს, მათ შორის ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს და გისურვებთ კეთილდღეობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ", - წერს ფრიდონ ფუტკარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)