2020-07-31 10:05:42, 3434 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ხვალინდელ პროცესზე დაკავებული არასრულწლოვნებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. მათ ბრალი სსსკ-ის 126-ე, 225-ე და 143-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ძალადობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან