|
2020-07-30 13:31:21, 3333 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად დაათვალიერა
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე თვეში უკვე გვექნება კომფორტული, ახალი ტერმინალი", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად ესტუმრა. ნათია თურნავამ და კელი დეგნანმა აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო. „შემდეგში ჩვენ გავაერთიანებთ ძველ და ახალ ტერმინალს და გვექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აეროპორტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც „კოვიდთან" ბრძოლის დროს გამოიკვეთა და დაადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ტურისტული მიზიდულობის წერტილი და სახე, ძალიან კომფორტული და მიმზიდველი როგორც მგზავრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აეროპორტში პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)