03:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 11:29:54, 3097 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია - გიორგი რურუა არის ყოჩაღად, იცის, რომ პოლიტიკური პატიმარია - ვიბრძოლებთ, რომ სისტემა დაინგრეს

გიორგი რურუა არის მხნედ, იმიტომ რომ მან იცის, რომ არის მსხვერპლი, პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყველა პარტნიორი ერთხმად ეუბნება, რომ არცევნები არ იქნება ნორმალური, თუ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა.

„აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, ის ამ საქმეში არის მსხვერპლი და ყველა ერთხმად საქართველოს ეუბნება, რომ მორჩით პოლიტიკურ დევნას, ეს არჩევნები არ იქნება ნორმალური, თუ არ მორჩება პოლიტიკური დევნა, ეს უთხრა პომპეუმ გახარიამ, ამაზე ლაპარაკობენ სენატორები. გიორგი რურუა არა თუ გამოვა იქიდან, არამედ მოუგებს კიდეც სახელმწიფოს და სისტემას და ფასს გადაიხდის ძალიან ძვირს „ქართული ოცნება“

ჩვენ ვაპირებთ გიორგი რურუას გამოსასვლელად ბრძოლას, ამის საშუალებები არსებობს, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ზუსტად ისევე, როგორც არ უნდოდათ წინა პოლიტპატიმრების გამოშვება, მაინც საბოლოო ჯამში მოუწევთ. არ მოუწევთ და გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. გიორგი რურუა დღეს არის ძალიან ყოჩაღად, იმიტომ რომ მან იცის, რომ არის მსხვერპლი, პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი და ეს არის ბრძოლა, რომ ეს სისტემა დაინგრეს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics