03:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 14:59:57, 3986 ნახვა

კომენტარი
ლერი სულაბერიძე - არ დამინახავს ვინ ისროლა, არც ამოცნობის პროცესი ყოფილა

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განცხადებით, მას არ დაუნახავს ვინ ესროლა და შესაბამისად, არც ამოცნობის პროცესი ყოფილა.

სულაბერიძე აღნიშნავს, რომ არც ის იცის, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს გუშინდელი შემთხვევა.

„რაღაც სახელი და გვარი ვნახე, რომელიც ვერც დავიმახსოვრე და არც არაფერს მეუბნება. ნამდვილად არ ვიცი ვინაა. ვერ გეტყვით რატომ მესროლა.

მაშინ მოხდა შემთხვევა, როდესაც წყნეთის გზაზე, როცა სახლში მივდიოდი. არ დამინახავს ვინ ისროდა, არ ვიცი ეს მძღოლი იყო თუ არა. მე არ მინახავს ეს პიროვნება და ამოცნობის პროცესიც არ ყოფილა“, - განაცხადა სულაბერიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე ესროლეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics