|
2020-07-29 11:35:10, 4245 ნახვა
ეკონომიკა
დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელ პირებთან და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს. ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შევიდა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს ქართველი და ევროპელი მეწარმეების საქმიან თანამშრომლობას, ასევე გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და კიდევ უფრო მეტად აამაღლებს გადამხდელების ნდობას საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. აღნიშნული სახის სამუშაო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება. ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4911996?publication=0
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)