22:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 10:13:51, 2880 ნახვა

სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირება დაწყებულია

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირება დაწყებულია, - ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა.

მისი თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მისვლისას მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა. მიხეილ რამიშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს ამოღებულია თუ არა რაიმე მასალა.

„პროცესი მიმდინარეოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მეუბნებოდნენ კომპიუტერს ჩემი თანდასწრებით გახსნიდნენ მაშინ როდესაც კომპიუტერი უკვე გახსნილი იყო. თქვეს, რომ კოდი არ გამოუყენებიათ და არ შესულან. მოთხოვნას დავაყენებ და გადავამოწმე იყვენენ თუ არა სისტემაში შესულები. იყო იმაზე საუბარიც, რომ ცხონებულის "ფეისბუქ" ექაუნთი გაქრა“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, ოჯახის ადვოკატი გარდაცვლილის კომპიუტერის გახსნას მისი თანდასწრებით ითხოვდა. ასევე თამარ ბაჩალიაშვილის "ფეისბუქ" ანგარიში გუშინ გაქრა და აღარ იძებნება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics