|
2020-07-28 16:30:03, 8306 ნახვა
სხვადასხვა
ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს აქვეყნებს
„Covid-19-ის წინააღმდეგ ბძოლაში საქართველოს პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“, - ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს. გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიღწეული წარმატებით დაინტერესდა. “საქართველომ წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და სხვა ქვეყნებსაც კარგი მაგალითი მისცა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, ქვეყანამ პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე შეაჩერა“, - აღნიშნულია სტატიაში. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი, რაც ვირუსს ქვეყნის შიგნით გავრცელების საშუალებას არ მისცემდა, ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს კი რა თქმა უნდა ჩვენს მიერ მიღწეული შედეგი გვაძლევს“, - აღნიშნავს მინისტრი გამოცემასთან და განმარტავს, რომ აღნიშნული შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ყველა სექტორის, მათ შორის მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. „ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიაზრა სიტუაციის მასშტაბები და მათ მიერ გამოხატული მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, სოციალური დისტანცირებისა და მაქსიმალურად სახლში დარჩენის კუთხით, ძალიან დაეხმარა ქვეყანას ვირუსის შიდა გავრცელების შეკავებაში“. ჟურნალისტი პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობითაც დაინტერესდა. მინისტრმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან, საქართველომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ჩინეთის მთავრობის მხრიდან კოვიდ ტესტირების აპარატების, ტესტებისა და პირადი დაცვის საშუალებების სახით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მატერიალური დახმარების გარდა, ქვეყნების სამედიცინო პერსონალისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით რამდენიმე ვიდეო კონფერენციაც გაიმართა, რომელიც Covid-19-ის ეპიდზედამხედველეობის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, დაავადების კონტროლისა და მკურნალობის საკითხებს ეხებოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)