2020-07-28 10:22:36, 2000 ნახვა
საზოგადოება
მესტიაში დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეთერთმეტე დღეა ეძებენ
მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს მეთერთმეტე დღეა მაშველები და პოლიციელები ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან მეხანძრე-მაშველები. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენიც მონაწილეობს. სამუშაოები სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მოზარდი 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან