|
2015-09-06 14:24:29, 628 ნახვა
საზოგადოება
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად, „ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი“ გაიმართა
დაბა სტეფანწმინდაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად „ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი“ გაიმართა. გარბენში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავებული 6 ჯარისკაცი მონაწილეობდა. 42-კილომეტრიან ესტაფეტაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის გუნდებიც იყვნენ ჩართულნი. დაშავებულმა ჯარისკაცებმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პირველი სამი საპრიზო ადგილი გაინაწილეს. „ყაზბეგის მარათონი“ წელს მეექვსედ გაიმართა. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრზე მიმდინარეობდა, ქართველების გარდა უცხოელებიც მონაწილეობდნენ. სპორტული შეჯიბრი ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯიას“ ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)