2020-07-27 15:54:21, 2194 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს
ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსორესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
საქმე ეხება 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს. როგორც გარდაცვლილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, ლადო ბაჭულაშვილმა მას უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო.
როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, ოჯახის სურვილია, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,