22:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 10:35:37, 1804 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

შესაბამის შუამდგომლობას ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დააყენებს.

„მოლოდინი არანაირი არ მაქვს, თუმცა, ვაპირებ აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით შუდგომლობის დაყენებას, რომ პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი. რადგან საქმეში არასრულწლოვნები არიან ჩართული, მათი ვადის გადაწევა არ ხდება და ამიტომ გამოყვეს ეს 11 პირი და დანარჩენების აღმკვეთი ღონისძიება ცოტათი წინ. არგუმენტები ის გახლავთ, რაც პირველ სასმართლო პროცესზე იყო, მაგრამ საზოგადოებრივი წნეხის და სხვადასხვა გარემოების გამო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და ვერ დაადასტურა თავისი ღირსეული თავისუფლება, ვფიქრობ, დღესაც იდენტური სიტუაცია იქნება“, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორისაა თენგო ბარბაქაძეც, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლია კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics