03:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-25 17:17:41, 3794 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე კონგრესის აქტზე - დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები

„ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კონგრესის მიერ საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი აქტის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სულ უფრო ნაკლები ინვესტიცია შემოვა.

„ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები პირდაპირ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოვა ნაკლები ინვესტიცია, ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს ნიშნავს, რომ დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერების აქტს მხარი დაუჭირა. აქტს მხარი დაუჭირა 224 კანონმდებელმა, ხოლო 189 წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics