|
2020-07-25 12:32:56, 4581 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში საგზაო ინფრასტრუქტურის და გაზიფიცირების პროექტები აქტიურ ფაზაშია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ალამბარში საბავშვო ბაღი სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. მიმდინარეობს სამსართულიანი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმით ქობულეთში გაზიფიცირდება 17 სოფელი. ამჟამად სამუშაოები სოფელ აჭყვისთავში ხორციელდება. სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანპორტირების კომპანია ახორციელებს. ქობულეთში, კვირიკეს საავტომობილო გზაზე ორ კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა. დასრულებულია ახალი ხიდის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების და საფუძვლის მომზადება ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად. რეაბილიტირებული გზით 170 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)