03:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-25 12:06:20, 3698 ნახვა

კომენტარი
ბაჩალიაშვილის ბიძა: საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, გვაინტერესებს ვის უნდა მიეყვანა აქამდე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა აცხადებს, რომ ოჯახს აქვს გარკვეული კითხვები - თუ საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, აინტერესებთ, ვის უნდა მიეყვანა გარდაცვლილი აქამდე.

ბიძა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ადვოკატმა მასალების სრულად გაცნობა ვერ შეძლო, რადგან ძალიან დიდი მასალაა.

„არის ძალიან დიდი მასალა სამწუხარო ადვოკატმა ფიზიკურად  ვერ მოახერხა სრულად გაცნობა. ოჯახს აქვს კითხვა გამოძიებასთან, რადგან დაემატა იძულებით თავისუფლების აღკვეთის მუხლს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანა, გვაინტერესებს ვის უნდა გაეკეთებინა, ვის შეიძლება ეძალადა თამუნაზე რომ თვითმკვლელობამდე მიეყვნა“, - განაცხადა ბაჩალიაშვილის ბიძამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, 22 ივლისს, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics