18:55 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-25 11:43:43, 3311 ნახვა

საზოგადოება
კომისიის გადაწყვეტილებით 251 დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით,  251 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს თბილისში, საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

 „თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს კიდევ  251 დევნილ ოჯახს გადავცემთ.  კომისიის გადაწყვეტილებით, ბინებს  ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, 1000-მდე ბინა გავანაწილეთ და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება თბილისში, თამარაშვილის ქ.N15ა-ში, სააგენტოს შენობაში, 27 და 28 ივლისს გაიმართება.      

გამოქვეყნებული სია და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics