2020-07-24 16:11:57, 3141 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა
ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს, დაემატა 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას და ადვოკატს დღეიდან საქმის მასალების გაცნობის უფლება ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შედეგად თეთრიწყაროს ტყეში, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან