2020-07-24 14:01:47, 2739 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშომლებმა უაქციზო თამბაქო და დაუფასოებელი თუთუნი გამოავლინეს
18-24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 2,904 კოლოფი, 240 ღერი უაქციზო სიგარეტი და 151,4 კგ. უაქციზო და დაუფასოებელი თუთუნი) შენახვის ფაქტები გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურმა განუცხადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),