2020-07-23 22:21:23, 2442 ნახვა
საზოგადოება
მე-5 დღეა კიდევ ერთ მოზარდს უშედეგოდ ეძებენ
თბილისში ნინო ჯარიაშვილს მე-5 დღეა ოჯახი ეძებს.
მოზარდის მამის განცხადებით, ნინომ წერილი დატოვა და სახლიდან გავიდა, რის შემდეგაც არავის უნახავს.
"რაღაც წერილი დაუტოვებია, რომ თქვენთან ცხოვრება არ მინდა თუ რაღაც ეგეთი. ბათუმში შეამჩნიესო, ტერიტორიულად ბათუმშია ეს გავიგე, მეტი არაფერი. სად არის, როგორ არის, რას აკეთებს, ვისთან ერთად არის, ცოცხალია, მკვდარია, არ ვიცი. ყველა მეგობარი და დაქალი შემოვიარე, ვერსად ვპოულობ და ამიტომ მივმართე პოლიციას, იქნებ დამეხმარონ მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი შედეგი არ არის", - განაცხადა მოზარდის მამამ ტელეკომპანია "მთავარ არხთან".
ავტორი: ექსპრესნიუსი,