|
2015-09-04 18:15:34, 527 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 2015“ მოეწყობა
8 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ბათუმის მერიის და „მედცენტრი“-ს მხარდაჭერით მოეწყობა „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 2015“. აქციის მიზანია, საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენა წარმატებული მკურნალობისა და სიცოცხლის გარანტიაა. 8 სექტემბერს მარათონის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 1. პრესკონფერენცია – ქ. ბათუმი, სასტუმრო ,,შერატონი“; 2. 12:00 საათი – საქველმოქმედო კონცერტი – ერას მოედანი. 8 სექტემბერს, ერას მოედანზე გაიმართება ბათუმის სკრინინგ ცენტრის სამედიცინო პერსონალის მიერ ორგანიზებული, უფასო კონსულტაციები სარძევე ჯირკვლის ნაადრევი გამოვლენის მეთოდების შესახებ, დარიგდება ფლაერები. საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა რაც 55 მეტია, ვიდრე წინა წელს. აჭარაში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 129 ახალი შემთხვევა. წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 843 ავადმყოფი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)