2020-07-23 16:20:48, 3305 ნახვა
სამართალი
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე კუკულაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ზაზა ალავერდაშვილს ბრალი გუშინ, სსკ-ს 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც გაუპატურებას გულისხმობს.
ამ დროისთვის, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან