23:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 16:02:17, 3198 ნახვა

სამართალი
თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი პატიმრობაში რჩება

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი, სოსო გაბრიაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. 

პროკურატურამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს სანაცვლოდ გაბრიაძის გათავისუფლების შესახებ.

საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ „სასამართლომ სრულად დაუშვა როგორც ბრალდების მიერ წარმოდგენილი ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

„სასამართლომ სრულად დაუშვა როგორც ბრალდების მიერ წარმოდგენილი ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება პატიმრობას, ბრალდების მხარე პირველი წარდგენის სხდომაზეც უთითებდა დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ასევე არსებობდა როგორ მიმალვის, ისე მტკიცებულებების დაფარვის საქმეები. ეს საფრთხეები იყო მაშინაც და არსებობს ახლაც. აქედან გამომდინარე პატიმრობა დარჩა ძალაში“, - განაცხადა კოტრიკაძე.

შემდეგი სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოსო გაბრიაძეს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსნებთ, რომ 19 აპრილს, სოსო გაბრიაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ის ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და თავისი კუთვნილი „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ მომღერალ თიკა მახალდიანის დედას, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics