|
2020-07-23 15:44:45, 2514 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე, 8 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, სკვერის დემონტაჟის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად გაეცნო. „ვარკეთილს წლის ბოლოს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატება. ეს არის დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ტერიტორია, რომელიც მთლიანად მოწესრიგდება. ტერიტორიაზე საფეხმავლო, ველობილიკები და შადრევანი მოეწყობა. განახლდება გამწვანება და დაახლოებით, 1 000-მდე ძირი ხე-მცენარე დაირგვება. ვფიქრობ, რომ ამ უბანს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე ექნება, რომელიც ყველა იმ საშუალებით აღიჭურვება, რაც მოქალაქეებს დასვენებისა და გართობის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. რეაბილიტაციის ფარგლებში, საფეხმავლო და ველობილიკებთან ერთად, საბავშვო და სპორტული მოედნები, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და ურნებიც. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე დაირგვება სხავდასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაიგება ბალახის საფარი. ასევე, მოეწყობა შადრევანი და წყარო. ადგილზე თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე იმყოფებოდა.
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)