2020-07-23 10:26:16, 2958 ნახვა
სამართალი
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელისთვის სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს
გორში, გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელისთვის სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.
საქმეზე გამოძიებას შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა აწარმოებს. დაკავებული პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
ცნობისთვის, გაუპატიურების ბრალდებით მოქმედი პოლიციელი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებს გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,