20:26 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 18:28:12, 1948 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, განმარტავს, რომ მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება თიბისი ბანკის მიერ მომხმარებელთა პირად მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი, სადაც აღნიშნული ბანკი მათ ატყობინებს თითქოს, შემოსავლების სამსახურის მიერ, კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით,  საბანკო ანგარიშებზე  ყადაღის დადება განხორციელდა.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ გლობალური პანდემიის გამო შემოსავლების დაკარგვით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, გარკვეულ პირებზე გაცემულ ფულად კომპენსაციებზე უწყების მიერ, არანაირი საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება არ მომხდარა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმედოვნებს, რომ თიბისი ბანკის მიერ, შესაბამისი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოხდება მცდარი და უწყების რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics