|
2020-07-22 14:44:02, 4337 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - დაბა მანგლისი პირველად გაზიფიცირდება და 1 600-მდე ოჯახს ბუნებრივი აირი მიეწოდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაბა მანგლისს ეწვია, სადაც გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსხლეობას შეხვდა. მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მანგლისის დიდ ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივებს იმ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ესაუბრა, რომლითაც შეუძლიათ სარგებლობა. დაბა მანგლისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. აშენდება 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი. 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია. „დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ეს იყო აქაურების ძალიან დიდი ხნის ოცნება, რომელიც გაზიფიცირების 3-წლიანი მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გავითვალისწინეთ დ მომავალი წლის მარტში აქ უკვე დასრულებული იქნება დაქსელვა, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი 1 558 ოჯახს მიეწოდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მოსახლეობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმით, ქვემო ქართლის რეგიონში, 29 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული. 2019-2021 წლების გაზიფიცირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, გაზიფიცირდება 384 დასახლებული პუნქტი, რომელიც 88 363 აბონენტს მოიცავს. აღნიშნულისთვის 270 მილიონი ლარი დაიხარჯება. დაბა მანგლისში გაზიფიცირების სამუშაოები ასევე დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)