2020-07-22 10:00:12, 1871 ნახვა
სამართალი
ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
შეგახსნებთ, რომ ქუთაისში 18 ივლისს 30 წლის ქალი მოკლეს. სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გუშინ კიდევ ორი პირი დააკავეს, რომლებსაც სასამართლო დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მათთან მიმართებაში გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 336-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან