|
2020-07-21 12:15:37, 2731 ნახვა
სამართალი
მიხეილ კალანდიას ძმა - არ ვაპირებთ დანებებას, არავის შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას
ბრძოლას გავაგრძელებს, რადგან არავის შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას, - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც კალანდიამ აღნიშნა, განაჩენი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო მოულოდნელი არ ყოფილა. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდთანაა დაკავშირებული. „ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან არავინ არ ვაპირებთ დანენებას და გაჩერებას, არავის არ შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას, რადგან უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის არ ჭირდება ზედმეტი ხმაური და რაღაც გაუგებრობა წინაპოლიტიკურ სცენაზე. ასე რომ, ეს განაჩენი მოსალოდნელიც იყო“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ. ცნობისთვის, მიხეილ კალანდიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა და მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. კალანდია საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდდა, მაგრამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)