2020-07-21 10:41:25, 2323 ნახვა
სამართალი
სანდრო ბრეგაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ბრეგაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
ბრეგაძის სუს-ში დაბარების მიზეზი სავარაუდოდ, მარნეულში რამდენიმე დღის წინ გამართული აქციაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,