04:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 15:41:46, 4736 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი - ჩვენ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით და გუნდით, მოვიგებთ არჩევნებს

„ჩვენ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პასუხისმგებლიანი გუნდით, მოვიგებთ ამ არჩევნებს" - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს, „ქართული ოცნება" ხსნის წინასაარჩევნო კამპანიას და ამ კამპანიაში ყველა - ქართული ოცნების წევრი და მხარდამჭერი,  განურჩევლად ასაკისა, განურჩევლად თანამდებობისა, ვიქნებით ბოლომდე ჩართული იმისთვის, რომ ჩვენ ხელისუფლებაში შევძლოთ იმ ხაზის გაგრძელება, რაც დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ. ეს არის კვლავაც ერთად ბრძოლა და შრომა საქართველოს წარმატებისთვის, განვითარებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია - მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რადგან დემოკრატიის მშენებლობა, ეკონომიკურ აღმასვლაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს ოკუპაციის პირობებში, იმ გეოპოლიტიკურ გარემოში რომელშიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა და ცხოვრობს საქართველო. ამიტომაც, ჩვენ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პასუხისმგებლიანი გუნდით მოვიგებთ ამ არჩევნებს და გავაგრძელებთ შრომას იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის შემდეგ საქართველო იყოს კიდევ უფრო ძლიერი, მშვიდობიანი და გამთლიანებული"- განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics