|
2015-09-04 13:08:21, 544 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია პურის შესაძლო გაძვირებაზე: რთულია ამაზე კი, ან არა გიპასუხოთ
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებს, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გამო, მოიმატებს თუ არა პურის ფასი. თუმცა, მისივე თქმით, უწყება მაქსიმალურად ცდილობს, მეწარმეებისთვის დაბრკოლებები მინიმუმამდე დაიყვანოს. „ძალიან რთულია, ცალსახად კი, ან არა გიპასუხოთ. ვფიქრობ, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. ვინაიდან, კონტრიბუცია ელექტროენერგიის არ არის კრიტიკული. არსებობს სხვადასხვა ბიზნეს მოდელი, ტექნოლოგია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ხელი შევუწყოთ იმ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ პურს და მნიშვნელოვანია მინიმუმამდე დავიყვანოთ ის დაბრკოლებები, თუ სადმე შეიძლება რამე ჰქონდეთ. სწორედ ამ მოტივით, მე შეგახსენებთ, რომ ფქვილის რეგლამენტი მომდევნო წლის 1 იანვრისთვის გადავავადეთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)