17:13 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-19 11:11:38, 8884 ნახვა

სპორტი
საოცარი დებიუტი UFC-ში - რომან დოლიძემ პირველივე ტურში რუსი ხადის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა, რომან დოლიძემ სადებიუტო შეხვედრაში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე ტურში ნოკაუტით დაამარცხა.

რომან დოლიძემ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ეგიდით პირველად იჩხუბა, მის  ანგარიშზე 7-დან 7 მოგებაა უკვე.

ბრძოლის შემდეგ სპორტსმენმა პირველი კომენტარიც გააკეთა, მან აღნიშნა, რომ საქართველოდან არის და ბრძოლამდე უპატივცემულობის გამოხატვას არავის აპატიებს.

„არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ბედნიერი ვარ, რომ MMA-ს ისტორიის ნაწილი ვხდები. დიდი მადლობა ორგანიზაციას ამ შესაძლებლობისთვის.

რა თქმა უნდა, გაკვირვებული ვარ, რადგან სულ რაღაც 2 წელია MMA-ში ვარ, გრეპლერი ვარ და მეტოქეებს ნოკაუტებით ვამარცხებ, ეს ცოტა უცნაურია.

მაიკლ ბისპინგმა მითხრა: "სულ რაღაც 2 წელია MMA-ში ხარ და უკვე UFC-ს წევრი გახდი, ეს ახდენილი ოცნებაა", - ვუპასუხე, რომ მე არ მაქვს ოცნებები და მხოლოდ მიზნები მაქვს. ახლა აქ ვარ და ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინო.

არ მიყვარს, როდესაც პირისპირ დგომზე მეტოქე გიჟივით მიყურებს, მან კი სწორედ ეს გააკეთა და დიდი შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, ეს უპატივცემულობაა. ვხედავ, რომ UFC-ში ბევრი ქათამივით იქცევა და ეს ძალიან არ მომწონს. მე საქართველოდან ვარ, რომელიც დაღესტანთან ახლოსაა და ჩვენ ასე არ ვიქცევით. გამიკვირდა მისგან ეს საქციელი, რადგან ერთი არეალიდან ვართ და მხოლოდ მთა გვყოფს. მსგავსი საქციელი ოქტაგონზე დამატებით მოტივაციას მაძლევს.

თავს კარგად ვგრძნობ და ხვალაც რომ მომიწიოს ბრძოლა, აუცილებლად ვიბრძოლებ“ , - განაცხადა რომან დოლიძემ.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics