2020-07-18 20:13:21, 2818 ნახვა
საზოგადოება
ხობში ქალს მოპედი დაეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი
ხობის, სოფელ პირველ მაისში მოპედი ქალს დაეჯახა, დაშავებულია მოპედის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე ქალი, ორივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს საქმეზე გამოძება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,