21:18 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-18 19:35:19, 2664 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - ეკლესია დარწმუნდა, რომ ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლია და წესი ისე აუგო

„ეკლესია დარწმუნდა, რომ ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლია და წესი  ისე აუგო. თუ ვინმე საპირისპირო აზრში დაგვარწმუნებს, მაშინ ჩვენც შევცვლით მიდგომას მისი სულისადმი“ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ 7 თვის შემდეგ გარემოება შეიცვალა და ეკლესია შეცდა, ეს პირველ რიგში ეკლესიამ უნდა გაიგოს და დარწმუნდეს.

„ოჯახის წევრებმა ეკლესიას მომართეს. რა თქმა უნდა, იყო მსჯელობა, განხილვა ამ საკითხის, შეიძლებოდა თუ არა ლუკა სირაძისთვის წესის აგება. თუ ეს ნამდვილად მტკიცდება, რომ თვითმკვლელობაა, მაშინ წესის აგება არ შეიძლება. ეს არის საეკლესიო წესი. არ შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ლუკასთვის ეს იქნებოდა ცუდი. ჩვენ დავრწმუნდით მაშინ, ოჯახის წევრებმა დიდი როლი შეასრულეს, მაგრამ გარდა ოჯახის წევრებისა, ჩვენ კარგად გავერკვიეთ სიტუაციაში და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვილოცოთ მისთვის, შეგვიძლია, რომ წესი ავუგოთ, გავაგრძელოთ ლოცვა. ამ განცხადების გაკეთება გახდა საჭირო იმიტომ, რომ ახლა განახლდა საუბარი და ამ განახლებულ საუბარში აბსოლუტურად დარწმუნებით არის საუბარი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუ ამ 7 თვის განმავლობაში გამოჩნდა რაიმე ახალი გარემოებები, რაც ჩვენ არ ვიცით, თუ აღმოჩნდა, რომ ნამდვილად თვითმკვლელობაა, მაშინ თხოვნა მაქვს ყველასთვის, რომ გაგვაგებინეთ, ჩვენც უნდა ვიცოდეთ. პირველ რიგში, რაც მე მალაპარაკებს და მამოძრავებს ეს ლუკა სირაძის სულის ბედია, ასევე იმ ადამიანების, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები. ჩვენ გარკვეული „ინსტრუქციების“ მიხედვით ვმოქმედებთ, გვაქვს გაწერილი ეს ყველაფერი და ვიცით, რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ მოვიქეცით ასე და წესი ავუგეთ, მაგრამ თუ დღეს ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს ნამდვილად იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ჩვენ არ გვაქვს მისთვის ლოცვის უფლება. თვითმკვლელისთვის არ შეიძლება არანაირი ლოცვა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე არ არის“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics