2020-07-18 12:28:41, 2479 ნახვა
საზოგადოება
სუს-ი - ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი კვლავ გააქტიურდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ ცხელი ხაზით კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
„სუს-ი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს წარმოადგენს ცხელი ხაზის მექანიზმი. ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით 18 ივლისს კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი“, - აცხადებენ სუს-ში.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,