13:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 17:25:06, 5083 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - პანდემიის პერიოდში „ჰუალინგ ჯგუფის" მიერ 15 მლნ ლარის ინვესტიცია იმის დასტურია, რომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად და ბიზნესისთვის უსაფრთხოა

მოხარულები  ვართ, რომ „ჰუალინგ ჯგუფმა" საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი პროექტი დაასრულა - ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის" ასაშენებლად 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ეს ინვესტიცია ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტი საქართველოსა და მსოფლიოსთვის  რთულ პერიოდში, პანდემიის დროს განხორციელდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთლიანობაში „ჰუალინგ ჯგუფმა" საქართველოში 600 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა.

ნათია თურნავას განცხადებით, ჰიპერმარკეტში, რომელიც 12 000 კვმ. ფართობზეა განთავსებული, იყიდება როგორც მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილი საშენი მასალები, ასევე ქართული მასალები. თუმცა სასურველია, უფრო მეტი ქართული საშენი მასალა იყოს წარმოდგენილი.

„პანდემიის პერიოდში განხორციელებული ჰუალინგ ჯგუფის" ეს პროქტი და ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ეპიდემიოლოგურად და ბიზნესისთვის. ეს პროექტი ასევე ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ქართულმა ბიზნესმა, ინვესტორმა პრობლემა ახალ შესაძლებლობად აქციოს - იმის გამო, რომ ჰიპერმარკეტის დასრულება საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა და შეუძლებელი იყო ფიზიკური ვაჭრობა, ჰიპერმარკეტმა ფუნქციონირება ონლაინ რეჟიმში დაიწყო", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარგ, დადებით გაკვეთილს გამოვიტანთ პანდემიიდან და პანდემიის შემდეგ, მათ შორის ონლაინ, დისტანციური  სერვისების დანერგვით.

ნათია თურნავას განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „მიჰაუსის" ჰიპერმარკეტში 150 ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics