09:37 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 14:20:28, 4280 ნახვა

ეკონომიკა
დაინტერესებული პირები რძის ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს გაეცნობიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და  ქართული რძის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და  ქართული რძის ფედერაციის დირექტორმა, მაგდა გზირიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით, დაინტერესებული პირები ქართული რძის ფედერაციის მიერ მომზადებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო მასალებს მიიღებენ და რძის ინდუსტრიაში არსებულ ყველა სიახლეს გაეცნობიან.

მემორანდუმის მიზანი, რძის სექტორში ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდაჭერაა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო  მერძევეობის დარგის მხარდაჭერის მიმართულებით ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითარების  ხელშემწყობ პროგრამებს  ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics