02:24 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 11:06:19, 344 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოს 13 მილიონი ევრო გამოუყო

27 იანვარს ევროკავშირმა გრანტების სახით საქართველოსთვის  13 მილიონი ევრო გამოყო.

ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, საქართველოსთვის განსაზღვრული 46 მილიონი ევროს მაკროსაფინანსო დახმარების პირველი ტრანშის ნაწილია.

„ეს დახმარება 2013 წელს დამტკიცდა. პირველი ტრანში მოიცავს აგრეთვე 10 მილიონ ევროს სესხების სახით, რომელიც ახლო მომავალში გაიცემა. მეორე ტრანში - 23 მილიონი ევრო 2015 წლის შუაში გამოიყოფა“,- წერს რადიო „თავისუფლება“.

ამასთან, ევროკომისარმა ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში პიერ მოსკოვიცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი რეფორმების გატარებისას და ვეხმარებით ევროკავშირთან მის მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას“, -განაცხადა პიერ მოსკოვიცმა.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით,   მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამა არის ევროკავშირის კრიზისთან გამკლავების ინსტრუმენტი იმ მეზობელი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საგადამხდელო ბალანსის სერიოზული პრობლემები აქვთ.აღნიშნული პროგრამა არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების დამატება.

საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარების ორი პროგრამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო 2008 წლის ოქტომბერში გამართულ დონორთა კონფერენციაზე. ეს დახმარება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცეს 2013 წლის აგვისტოში. მაკროსაფინანსო დახმარების პირველი პროგრამა 46 მილიონი ევროს ოდენობით განხორციელდა 2009-2010 წლებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics