04:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 12:59:34, 4684 ნახვა

კომენტარი
იონათამიშვილი კობერიძეზე: როდესაც ადამიანები ასეთი პიროვნული თავდასხმებით გამოირჩევიან, მათ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში

„როდესაც ადამიანები ასეთი პიროვნული თავდასხმებით გამოირჩევიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან კობერიძესა და  დარგობრივი ეკონომიკისა  და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას შორის მომხდა დაპირისპირებას.

კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე  მსჯელობდნენ.

იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება თვალს ადევნებდა როგორ კონსტრუქციულად წარმართა კომიტეტმა და განსაკუთრებით  მისმა თავმჯდომარემ ეს პროცესი, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მთელი ამ  პროცესის განმავლობაში   თავდასხმას ახორციელებდა კომიტეტის თავმჯდომარეზე და თავისი რადიკალურობით უკვე კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას უსწრებს წინ.

„სასტარტო პოზიციაზე იყო საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ამ სამუშაო პროცესში მოხდა პოზიციების მაქსიმალური დაახლოება, რაც ყველა მხარემ აღიარა და დაადასტურა. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში, ასევე, რასაკვირველია ჰქონდა მარეგულირებელს, მაგრამ საზოგადოებამ ასევე კარგად ნახა თუ როგორ დესტრუქციულად იქცეოდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც თავისი რადიკალურობით უკვე კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას უსწრებს წინ და კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად მთელი ეს პროცესი ახორციელებდა თავდასხმას კომიტეტის თავმჯდომარეზე. ეტყობა მათ ძალიან არ გაუხარდათ   და არ სურდათ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რასაკვირველია, ლევან კობერიძეს, რომ ეს პროცესი ასე კონსტრუქციულად წარმართულიყო და რაც უფრო უახლოვდებოდა პროცესი კონსენსუს, მით უფრო გამოირჩეოდნენ პირადი თავდასხმებით კონკრეტულად კომიტეტის თავმჯდომარეზე“, - აღნიშნა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics