|
2020-07-16 12:01:41, 10496 ნახვა
სხვადასხვა
წერეთლის გამზირზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, ახალი მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, აკაკი წერეთლის გამზირის N82-ში 850 კვ.მ ფართობზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია გარე განათების სისტემის მოწყობა, საპარკე სკამებისა და ურნების განთავსება. ასევე, განთავსდება საბავშვო სივრცე. საშემოდგომო რგვების დროს, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. მოსასვენებელი სივრცის მოწყობას, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გია კონსტრაქშენ“ 136 775 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)