12:07 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 10:37:16, 2849 ნახვა

საზოგადოება
ნინო ცაციაშვილი შსს-ს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე გამართული კასკადური ტრენინგების გახსნას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნინო ცაციაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან - ვაჰაგ მურადიანთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ გამართული ტრენინგის გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმის გაუმჯობესების და ამ მიმართულებით სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ნინო ცაციაშვილმა ევროპის საბჭოს აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ტრენინგის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - ვაჰაგ მურადიანმა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მზაობას გამოთქვამს მხარდაჭერის და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სწავლებების გაგრძელების შესახებ.

აღნიშნული ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის - "არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა" - ფარგლებში იმართება.

ტრენინგ-მოდული ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სასწავლო მასალას და დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ასპექტებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გამომძიებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics