22:50 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 16:46:21, 1846 ნახვა

საზოგადოება
სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას აშშ-ის ელჩი ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ის დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ აშშ-ის ელჩს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნო.

„სანაპირო დაცვის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, II რანგის კაპიტანმა, ნინო კალანდარიშვილმა კი მართვის ცენტრში გეგმიური ბრიფინგი ჩაატარა.

კელი დეგნანი პირადად შეხვდა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართულ აბორდაჟის ჯგუფის წევრებს და მათი აღჭურვილობა დაათვალიერა. დელეგაციის წევრებმა ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული, "აილენდის" კლასის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირეც" მოინახულეს. ხომალდის მეთაურმა სტუმრებს გემის ტექნიკური მახასიათებლები და ოპერაციული შესაძლებლობები გააცნო.

აშშ-ის საელჩო საქართველოს სანაპირო დაცვის ფლოტისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ასევე, გემთსარემონტო შესაძლებლობების განვითარების კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics