|
2020-07-14 23:21:46, 4150 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი აია-სოფიაზე - აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება და 1934 წელს დაშვებული შეცდომა გამოვასწორეთ
„აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება და 1934 წელს დაშვებული შეცდომა გამოვასწორეთ“ , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი აია-სოფიაზე ზრუნვას გააგრძელებს, როგორც ეს წლების მანძილზე იყო. „ფათიხის დროს ის მიღებული იყო დანგრეული სახით, შემდეგ კი ჩვენ გადავაქციეთ განძად. საუკუნეების განმავლობაში მას უვლიდნენ, აფართოებდნენ, უფრო ალამაზებდნენ. დაე, ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც განძის, მისი კულტურული ფასეულობის შენახვას ჩვენ აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება. 1934 წელს ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს მტრობა სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან - პირიქით, გვაქვს პატივისცემა. ჩვენ 4-5-ჯერ მეტი საკულტო ნაგებობა გვაქვს არამუსლიმთათვის, ვიდრე ევროპაში მუსლიმებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)