05:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 13:06:23, 566 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავსადგომი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერთან და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმში ნავმისადგომი გახსნა და ზღვაში საპატრულო კატარღა P-103-ით გავიდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას აშშ-ის  თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონ ჰორნერი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებოდნენ.

„ბათუმის ნავმისადგომის მშენებლობა აშშ-ის დაფინანსებით ორი წელი გრძელდებოდა. პროექტის ღირებულებაა 14 მილიონი დოლარი. ნავმისადგომში ერთდროულად 15 მცურავი საშუალების გაჩერება იქნება შესაძლებელი. ახალი ნავმისადგომის ამუშავებით, ბათუმში მდებარე საქართველოს სანაპირო დაცვის დღევანდელი ბაზა სანაპირო დაცვის ოპერაციებისათვის საკვანძო ნავსაყუდელი გახდება. ნავმისადგომი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სანაპირო დაცვის რეაგირების უნარს და სანაპირო წყლებში საზღვაო საფრთხეების დროულად აღკვეთას შეუწყობს ხელს. ნავმისადგომი საქართველოს სანაპირო დაცვას შესაძლებლობას მისცემს, სათანადო ტექნიკური მომსახურება გაუწიოს თავის კატარღებსა და ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, ახალი ნავმისადგომი საიმედო პორტი გახდება მეზობელი პარტნიორი ქვეყნების გემებისთვისაც, რათა ისინი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურში სტუმრობისას ამ ნავმისადგომში გაჩერდნენ.

ბათუმის ნავმისადგომის მშენებლობა ხაზს უსვამს უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატებისა და საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას. აშშ და საქართველო მცურავი საშუალებების მოდერნიზაციითა და პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ერთობლივად იცავენ საზღვაო უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics