|
2020-07-13 18:52:46, 1739 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - სასიხარულია, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი განსაკუთრებით იმის ფონზე, რამდენად აქტიურად ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა. შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მინისტრმა ინდუსტრიას ის წესები და რეგულაციები გააცნო, რომელიც გავრცელდება იმ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე, ვისთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა. გარდა ამისა, სექტორი გაეცნო ინფორმაციას სპეციალური ელექტრონული პლატფორმებისა და აპლიკაციის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ბიზნეს ვიზიტორები ისარგებლებენ. ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრია კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ ინდუსტრიასთან შეხვედრა პერიოდულად ხდება და მათ სჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი. „ტურიზმის სექტორს მთელი მთავრობა ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, რათა შევუმსუბუქოთ კრიზისის ზემოქმედება და ეს სირთულე ნაკლები დოზით იგრძნონ. დღევანდელ შეხვედრაზე გარდა იმისა, რომ მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები და ვისაუბრეთ მათ გადაჭრაზე, გავაცანით სიახლეები, განსაკუთრებით იმ 15 ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარებაზე, რომელთან ერთადაც საქართველო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, სასიხარულია, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რამდენად აქტიურად ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმი. „ინდუსტრიას მოვუყევით იმ ძალიან მასშტაბურ საინფორმაციო და მარკეტინგულ კამპანიაზე, რომელიც წამოვიწყეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მათ შორის აქ მცხოვრებმა უცხოელებმა იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის, რათა ყველამ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა ნათია თურნავამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)