|
2020-07-11 11:04:47, 3702 ნახვა
ეკონომიკა
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თემატიკაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ორდღიანი შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ქ. ბორჯომში ჩატარდა. „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდისთვის. ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვაზე, საწყის ეტაპზევე ჩართულია კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაში. აღნიშნული რეკომენდაციები ფერმერების ინტერესების დაცვას ემსახურება და პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატი წილოსანმა. სამუშაო შეხვედრაზე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციასა და მიდგომებზე იმსჯელეს, განიხილეს ის მექანიზმები, რომლებიც საჭიროა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის სახელმწიფო პროგრამებსა და პოლიტიკაში დანერგვისათვის. შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებსა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნენ. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა 3 ძირითად მიმართულებას გულისხმობს, როგორებიცაა სათბური აირების გამოყოფის შემცირება, სოფლის მეურნეობის მდგრადი პროდუქტიულობა (საწარმოო საშუალებებისა და რესურსების ეფექტური გამოყენება) და მოსავლის, ნიადაგისა და წყლის რესურსების მართვა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის (ELKANA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)